“დააბი პრეზიდენტი“ - აქცია-პერფორმანსი პრეზიდენტის სასახლესთან
“დააბი პრეზიდენტი“ - აქცია-პერფორმანსი პრეზიდენტის სასახლესთან

A+ A-

11:55 22/09/2019

სამოქალაქო ატივისტების პრეზიდენტის სასახლესთან აქცია პერფორმანს მართავენ სახელწოდებით  “დააბი პრეზიდენტი“.

მათ სიმბოლურად სასახლის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს და ასე გამოხატეს პროტესტი სალომე ზურაბიშვილის მიერ, ბოლო პერიოდში მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ისინი აქტივობებს გააგძელებენ, რადგან არ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელიც „ყველა ნაბიჯი მავნებლურია“.

„ეს არის ჩელენჯი -„დააბი პრეზიდენტი“ , რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავიღალეთ მისი არადეკვატური და მავნებლური გადაწყვეტილებებით. ქალი, რომელმაც შეიწყალა 22 წლის პოლიციელის მკვლელი, ქალმა, რომელმაც შეიწყალა 18 წლის მოზარდის მკვლელი, ქალმა, რომელმაც შეიწყალა ძებნილი პირი, ქალმა, რომელმაც თავის სახელმწიფოს ომის დაწყება დაბრალა, ეს ქალი ნამდვილად არის დასაბმელი“,-აცხადებს ერთ-ერთი აქციის მონაწილე.