ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა
ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა

A+ A-

15:31 21/09/2019

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები მიმოიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საფრანგეთი განამტკიცებს საქართველოსთან თავდაცვის სფეროში მრავალმხრივ თანამშრომლობას და სამომავლოდ კიდევ უფრო გააფართოებს პარტნიორობის არეალს.

შეხვედრას საფრანგეთის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ვიცეპოლკოვნიკი დანი პიტი დაესწრო.