მაგთიკომის ინტერნეტიზაციის პროცესი გრძელდება
მაგთიკომის ინტერნეტიზაციის პროცესი გრძელდება

A+ A-

17:43 18/09/2019

მაგთის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით დაფარულ 400-ზე მეტ ქალაქსა და სოფელს კიდევ 5 ლოკაცია დაემატა.
დღეიდან მაგთის მაღალხარისხიანი ინტერნეტითა და IP ტელევიზიით ისარგებლებენ:
ტყიბულის რაიონი - კურსები
ხონის რაიონი - ივანდიდი
ზესტაფონის რაიონი - შორაპანი და ქვედა კვალითი
დუშეთის რაიონი - დაბა ჟინვალი

მაგთიკომს დღეში 40 კილომეტრზე მეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი გაჰყავს, ინტერნეტქსელს მუდმივად აფართოებს და ახალ ლოკაციებს უმატებს.
ქალაქებში, სოფლებსა და დასახლებულ პუნქტებში ინტერნეტის უზრუნველყოფით, მაგთიკომი მხარს უჭერს ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს - ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და განათლების დონის ამაღლებას.
სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს - https://www.magticom.ge/ka/internet-tv-special-offers-for-regions