პრეზიდენტის შეწყალებებზე გამოძიება უნდა ჩატარდეს - ზაზა პაპუაშვილი
პრეზიდენტის შეწყალებებზე გამოძიება უნდა ჩატარდეს - ზაზა პაპუაშვილი

A+ A-

11:52 18/09/2019

ინტერვიუ დეპუტატ ზაზა პაპუაშვილთან

“თუ ოდნავ მაინც ჩნდება ეჭვები, რომ შეწყალებაში, შესაძლოა, კორუფციის ნიშნები არსებობდეს, მაშინ გამოძიება უნდა ჩატარდეს. ეს შედეგი ჩემთვის აღმაშფოთებელია. როცა სახალხოდ არჩეული პრეზიდნეტი ხარ, მხოლოდ დისკრეცია არ კმარა.

საზოგადეობას, რომელმაც აგირჩია, პასუხი გარკვეულ დონზე მაინც უნდა გასცე“, - ამის შესახებ “2020NEWS“-თან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზირაბიშვილის მიერ სკანდალური შეწყალებების ფაქტს გამოეხმაურა.

- ბატონო ზაზა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები და ერთი ძებნილია. როგორ შეაფასებთ ქვეყნის მთავარსარდლის აღნიშნულ გადაწყვეტილებას?

- ჩემი დამოკიდებულება პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არის ნეგატიური, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულების შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციაა. ერთი მხარეა, რომ ჩვენ უნდა ვცეთ პრეზიდენტის ინსტიტუციას პატივი და მის უფლებამოსილებაში არ უნდა ჩავერიოთ, მაგრამ მეორე მხარეა, როდესაც ხარ ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო.

- არსებობს მოსაზრება, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გარკვეულმა ადამიანებმა შეცდომაში შეიყვანეს, იზიარებთ ამ მოსაზრებას?

-ასეთ შემთხვევაში, გამოძების ჩატარების საკითხი დგება დღის წესრიგში. ჩემი კითხვები მარტივია - ვისი ინიციატივით შედის ეს სია პრეზიდენტთან?! ამ სიას ვინ განიხილავს?! და პრეზიდენტი სიას რა პრინციპით აწერს ხელს?! თუ ბრმად აწერს პრეზიდენტი ხელს, ეს დაუშვებელია.

- ფიქრობთ, რომ პრეზიდენტის აღნიშნულ შეწყალებებთან დაკავშრებით გამოძიება უნდა ჩატარდეს?

- თუ ოდნავ მაინც ჩნდება ეჭვები, რომ შეწყალებაში, შესაძლოა, კორუფციის ნიშნები არსებობდეს, მაშინ გამოძიება უნდა ჩატარდეს. ეს შედეგი ჩემთვის აღმაშფოთებელია. როცა სახალხოდ არჩეული პრეზიდნეტი ხარ, მხოლოდ დისკრეცია არ კმარა. საზოგადეობას, რომელმაც აგირჩია, პასუხი გარკეულ დონზე მაინც უნდა გასცე.

- ოპოზიცია აღნიშნული ფაქტის გამო, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენს მოითხოვს. რას ფიქრობთ აღნიშნული ინიციატივის შესახებ?

- არ მინდა ასეთ რაღაცებზე წინასწარ ვილაპარაკო. მე პოლიტიკაში ვარ და ჩემს მიერ ნათქვამი თითოეული სიტყვა მომავალში წინ დამხვდება. მინდა ჩემი აღფოთება და გაბრაზება გამოვხატო ამ ფაქტთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა მაინცდამაინც მკვლელი რატომ შეიწყალა?! ეს ადამიანურად მიუღებელია. სხვა არავინ არის შესაწყალებული?! ამ საკითხებზე სიღრმისეული განმარტებების მოსმენაა საჭირო.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე