SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა
SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა

A+ A-

14:09 17/09/2019

ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა. ინფორმაციას „სოლო“ ავრცელებს.

„გამოფენაზე, რომელიც 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია არტისტის მიერ შექმნილი უნიკალური ფოტოები, რომლებიც დამთვალიერებელს არამხოლოდ სასიამოვნოდ გააოცებს, არამედ განსაკუთრებული ემოციებითაც აავსებს. კოკა რამიშვილი თავის ნამუშევრებში გეომეტრიულ ფორმებს ქმნის. ის ფოტოგრაფიის საშუალებით იმ სინათლეს წარმოაჩენს, რომელსაც ხელოვანი რბილ ნაცრისფერ მონოქრომულ რიგად ანაწევრებს. არტისტი არ იყენებს შავ-თეთრ კონტრასტებს, რომლებიც სხვადასხვა ტონს ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნავდნენ“,- ნათქვამია განხადებაში.

SOLO და Erti Gallery-ს თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო, რაც გულისხმობს Erti Gallery-ს სივრცეში წარმატებული ქართველი ხელოვანების გამოფენების მოწყობას. გალერეაში ისეთი ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას, რომლებთანაც გალერეა ექსკლუზიურად თანამშრომლობს. SOLO-სა და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში უკვე მოეწყო სამი გამოფენა. კოკა რამიშვილის „სინათლის მანქანები“ კი რიგით მეოთხე გამოფენაა. ყოველი გამოფენის შემდეგ SOLO -სა და Erti Gallery-ს პარტნიორობის ფარგლებში გამოიცემა წიგნი, რომელთა ავტორებიც, მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები არიან. Erti Gallery-ს და SOLO-ს ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, საქართველოს სახელოვნებო სივრცეს მეტი პოპულარიზაცია შესძინოს. დამატებითი სტიმული მისცენ მსოფლიოს მაშტაბით ნიჭიერ არტისტებს და ისინი ქართული პლატფორმის ქვეშ გააერთიანონ.

SOLO-ს მიზანია, პატრონაჟი გაუწიოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, SOLO-მ საინვესტიციო კოლექციის შეგროვება დაიწყო. ყოველი გამოფენიდან SOLO შეისყიდის ერთ ნამუშევარს, რომელიც კონკრეტული არტისტების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების მიზნით სოლო ლაუნჯებში გამოიფინება.