მშვიდობისმყოფელების შვილები პირველ კლასში მამის მეგობრებმა მიიყვანეს
მშვიდობისმყოფელების შვილები პირველ კლასში მამის მეგობრებმა მიიყვანეს

A+ A-

12:22 16/09/2019

საერთაშორისო მისიებში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელების შვილები პირველ კლასში დღეს მამის მეგობრებმა მიიყვანეს.

სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა, რომელთა მამებიც ქვეყნიდან შორს, სამშვიდობო მისიებში იმყოფებიან, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საჯარო სკოლაში სწავლა დაიწყეს. მამის მეგობრებმა ბავშვებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და თავდაცვის მინისტრისგან სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

მამის მეგობრების სიურპრიზი ბავშვებისთვის განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა. შეგახსენებთ, დღეს 2085 სკოლიდან ზარი 2066 სკოლაში დაირეკა.

პირველად სკოლის კარი კი 54 300 ბავშვმა შეაღო.