2019 წლის ყველაზე მხარჯველი სამინისტროები
2019 წლის ყველაზე მხარჯველი სამინისტროები

A+ A-

12:00 16/09/2019

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 13 მილიარდი ლარია (12 მილიარდამდე, საბიუჯეტო სახსრებია, 93 მილიონამდე გრანტი, 1 მილიარდზე მეტი კი, კრედიტი).

აქედან ყველაზე მეტი დაფინანსება ჯანდაცვის სამინისტროს აქვს, ყველაზე მცირე კი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს.

ყველაზე მხარჯველი სამინისტროები რიგითობის მიხედვით:

1.ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 3 მილიარდ 968 მილიონ 400 ათასი ლარია.

2.რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი ჯამში 2 მილიარდი ლარია, აქედან 980 მილიონ 620 ათასი საბიუჯეტო სახსრებია, 20 მილიონ 650 ათასი ლარი გრანტი, 998 მილიონ 730 ათასი ლარი კი, კრედიტი.

3.განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი ჯამში 1 მილიარდ 508 მილიონ 500 ათასი ლარია. აქედან, 1 მილიარდ 469 მილიონ 600 ათასი ლარი საბიუჯეტო სახსრებია, 38 მილიონ 900 ათასი ლარი კი, გრანტი.

4. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ჯამში 875 მილიონი ლარია, აქედან 820 მილიონი საბიუჯეტო სახსრებია, 55 მილიონი კი, კრედიტი.

5. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 741 მილიონ 600 ათასი ლარია.

6. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი ჯამში 369 მილიონ 550 ათასი ლარია, აქედან საბიუჯეტო სახსრებია 259 მილიონ 950 ათასი ლარი, 14 მილიონი გრანტი, 96 მილიონ 600 ათასი ლარი კი, კრედიტი.

7.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი ჯამში 338 მილიონ 900 ათასი ლარია, აქედან 312 მილიონ 215 ათასი ლარი საბიუჯეტო სახსრებია, 8 მილიონ 955 ათასი ლარი გრანტი, 17 მილიონ 730 ათასი კი, კრედიტი.

8. იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტი ჯამში 181 მილიონ 130 ათასი ლარია, აქედან საბიუჯეტო სახსრები 179 მილიონ 30 ათასი ლარია, 2 მილიონ 100 ათასი ლარი კი, კრედიტი.

9. საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი ჯამში 136 მილიონ 500 ათასი ლარია.

10. ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტი 91 მილიონი ლარია.

11. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ბიუჯეტი 2 მილიონ 965 ათასი ლარია.