თქვენ გელით საკუთარი ბებია-ბაბუას მიერ შექმნილი ჯოჯოხეთის გავლა - ჯაფარიძე პირველკლასელებს მიმართავს
თქვენ გელით საკუთარი ბებია-ბაბუას მიერ შექმნილი ჯოჯოხეთის გავლა - ჯაფარიძე პირველკლასელებს მიმართავს

A+ A-

11:49 16/09/2019

თქვენ გელით საკუთარი მშობლების და ბებია-ბაბუას მიერ შექმნილი ჯოჯოხეთის გავლა, ბოდიში რომ ჯერ კიდევ ვერ შევძელით თქვენი დახსნა - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „გიჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სასწავლო წლის დაწყებას.

როგორც ჯაფარიძე წერს ბევშვებს სკოლაში ასწავლიან ფარისევლობას და არ მისცემენ განვითარების შესაძლებლობას იმ მიმართულებებით, რომლებიც აინტერესებთ.

„ვუსამძიმრებ პირველკლასელების აბსოლუტურ უმრავლესობას მრავალწლიან ციხეში მოხვედრის გამო. თქვენ გელით საკუთარი მშობლების და ბებია-ბაბუას მიერ შექმნილი ჯოჯხეთის გავლა, სადაც: - დაგამცირებენ - მოგექცევიან როგორც მონებს - დაგაზეპირებინებენ სრულიად გამოუსადეგარ ზღვა ინფორმაციას - არ მოგცემენ განვითარების შესაძლებლობას იმ მიმართულებებით, რომლებიც გაინტერესებთ - გასწავლიან ფარისევლობას - დაგაკარგვინებენ აზროვნების უნარს - შეგაზიზღებენ სწავლას და ფიქრს - შეგაზიზღებენ დილით გაღვიძებას - საბოლოო ჯამში გაგწირავენ წარუმატებლობისთვის და სიღარიბისთვის და ამ ყველაფერს თავად თქვენი მშობლები და ბებია-ბაბუა დააფინანსებენ ბოდიში რომ ჯერ კიდევ ვერ შევძელით თქვენი დახსნა“ -წერს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ საკუთარი სკოლის გახსნას გეგმავს, თუმცა ამ დროისთვის მათ ამის საშუალება რიგი მიზეზების გამო არ მიეცათ. დღეს სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა.