მეტროში ჩავარდნილი ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა
მეტროში ჩავარდნილი ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

A+ A-

11:42 16/09/2019

მეტროსადგურ „სამგორში“ ლიანდაგებში გუშინ ჩავარდნილი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ემერჯენსის ხელმძღვანელი თეონა ხუნჭუა ადასტურებს. მისი თქმით, კლინიკაში შეყვანისას 21 წლის პაციენტი მდგომარეობა უკიდურესი სიმძიმის იყო.

„ახალგაზრდა კაცი  მეტროსადგურ „სამგორიდან“,  სადაც ის ლიანდაგებში  უგონოს მდგომარეობაში  იპოვეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გუშინ 19:05-ზე შეიყვანა კლინიკაში. პაციენტის მდგომარეობა უკიდურესი სიმძიმის იყო. მას ჩაუტარდა შესაბამისი დიაგნოსტირება. პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი ტრავმული დაზიანებები: ინტრაპრანიული ტრავმა, ქალასარქვლის მოტეხილობა, კომატუზული მდგომარეობა, ცერებლური შეშუპება, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, მარჯვენმხრივი პლევმოთორაქსი, მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, მარჯვნივ ბარძაყის მოტეხილობა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და ტრავმული ჰემორაგიულო შოკი. პაციენტი სწორედ მძიმე ტრავმული დაზიანებების გამო გარდაიცვალა“, - განაცხადა თეონა ხუნჭუამ.

ცნობისთვის, მეტროსადგურ „სამგორში“ ახალგაზრდა კაცი გუშინ, 15 სექტემბერს, მატარებლის ლიანდაგებზე ჩავარდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, კაცი კონტაქტური იყო, როდესაც სასწრაფო სამედიცინო სამსახურს საავადმყოფოში გადაჰყავდათ. შემთხვევის გამო მგზავრებს მეტროს სადგური დააცლევინეს.