საქართველოს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ესტუმრა
საქართველოს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ესტუმრა

A+ A-

11:07 16/09/2019

საქართველოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი სტუმრობს.

იოჰანეს ჰანი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ევროპული აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან ბაკალავრიატის მოსწავლეებს შეხვდებიან. 30 მოსწავლე, ევროკავშირთან თანამშრომლობის მასშტაბური პროექტის პირველ ფაზაში, პროგრამას “ახალი სკოლის“ ბაზაზე გაივლის. ამავე ტერიტორიაზე სტუმრები მდებარე საერთო საცხოვრებელს დაათვალიერებენ.

გარდა ამისა, ევროკომისარი, მიხეილ ბატიაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და თბილისის მერი კახა კალაძე ევროკავშირის სტანდარტების მქონე “ევროპული სკოლის“ ახალი შენობისა და საერთო საცხოვრებლის მშენებლობის ადგილას სიმბოლურ კაფსულას ჩადებენ.

ასევე, იოჰანეს ჰანი და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. 16 სექტემბერსვე ევროკომისარი პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდება.