პარლამენტს სუს-ის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის მიმართვა წარედგინა
პარლამენტს სუს-ის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის მიმართვა წარედგინა

A+ A-

10:54 16/09/2019

საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის მოთხოვნით მიმართვა წარედგინა.

შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ეკუთვნის, რომელიც დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება.

საუბარია ვახტანგ გომელაურის უფლებამოსილების ვადამდე შეჩერებაზე, რომელიც პარლამენტმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა. კანონმდებლობის თანახმად, საკანონმდებლო ორგანოს სახელმწიფო უსაფრთხოების ახალი ხელმძღვანელის არჩევა მოუწევს. კერძოდ, კანონით, სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, სამსახურის ახალი უფროსის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრი მთავრობას წარუდგენს სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში. თავის მხრივ, კანდიდატურას პარლამენტს მთავრობა წარუდგენს, პარლამენტი კი, კანდიდატურის მისთვის წარდგენიდან ორი კვირის ვადაში განიხილავს და დაამტკიცებს. ამ დროისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილებას გრიგოლ ლილუაშვილი ასრულებს, რომელიც ვახტანგ გომელაურის მოადგილე იყო. არსებული ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურაც მოიაზრება.