ანაკლიის პორტის პროექტს გახარიას მხარდაჭერა არ ჰქონდა - ხაზარაძე
ანაკლიის პორტის პროექტს გახარიას მხარდაჭერა არ ჰქონდა - ხაზარაძე

A+ A-

00:17 16/09/2019

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ირწმუნება, რომ გიორგი გახარიას ეკონომიკის მინისტრობის დროს ანაკლიის პორტის პროექტს გახარიას მხარდაჭერა არ ჰქონდა.

ამის შესახებ ხაზარაძემ  “მთავარის“ გადაცემაში „მთავარი აქცენტები“  ისაუბრა. 

„ჩვენ გვქონდა ძალიან არასასიამოვნო საუბარი; ეს იყო 2017 წლის ნოემბერი... მაშინ იყო დისკუსია, სადაც გიორგი გახარია ამბობდა, რომ ეს ანაკლიის პორტი არ არის პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს. ბევრი ადამიანი ესწრებოდა ამ შეხვედრას. გახარიამ განაცხადა, რომ ის შეხვდა ევრობანკის პრეზიდენტ ბატონ სუმა ჩაკრაბარტის და მან თქვა, რომ ევრობანკი არასდროს დააფინანსებს ამ პროექტს. მე ამაზე აღვშფოთდი, მოგვივიდა წაკამათება, მე ვუთხარი, შენ როგორც ეკონომიკის მინისტრმა რა პასუხი უთხარი, როგორი დაიცავი პოზიცია და ა.შ. ამ თათბირის დამთავრებიდან მეორე დღეს გახარია გახდა შს მინისტრი“, - განაცხადა ხაზარაძემ და დასძინა, რომ გიორგი გახარიამ თქვა, რომ „ანაკლიის პროექტს არ გააჩნია ეკონომიკური დასაბუთება და მას ბანკები არ დააფინანსებენ“.