ჩვენი მოთხვნაა პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან და აფხაზეთთან - დავით თარხან-მოურავი
ჩვენი მოთხვნაა პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან და აფხაზეთთან - დავით თარხან-მოურავი

A+ A-

17:30 15/09/2019

 “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით თარხან-მოურავის განცხადებით, პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან და აფხაზეთთან უნდა დიწყოს. მისივე თქმით, ტყუილია ლაპარაკი, რომ საქართველო ნატოში შევა.

„ჩვენი მოთხოვნაა, შეწყდეს ლაპარაკი, რომ თითქოს არ მფარველობთ სააკაშვილსა და ბოკერიას. - შეწყდეს მათი დაფინანსება, ყოველგვარი ორგანიზაციების შექმნა და შეწყდეს პროვოკაციები. არავინ არსად არ მიგვიღებს ჩვენ. შეწყდეს ყოველგვარი სიყალბე ნატოსთან დაკავშირებით. მე ბევრჯერ მითქვამს კარგია, თუ 29 ქვეყანა შენ დაგიჭერს მხარს, ეს არ მოხდება, ეს არის სიცრუე. 30 წელი ვისწრაფოდით და ვერაფერი ვერ მივიღოთ, იმიტომ რომ მთავარი წევრები, გერმანია და საფრანგეთი ღიად ამბობენ ჩვენს მხარდაჭერაზე უარს.ჩვენი მოთხოვნაა სამხედრო მიუმხრობლობა. ახალი სამშვიდობო პოლიტიკა, პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან და აფხაზეთთან“, - განაცხადა აქციის დასრულების შემდეგ დავით თარხან-მოურავმა.

შეგახსენებთ, დღეს „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ დევიდ კრამერი პერსონა „ნონ-გრატად“ გამოცხადდეს.