დიდ დიღომში სამი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა
დიდ დიღომში სამი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

A+ A-

17:14 15/09/2019

თბილისში, დიდ დიღომში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მომხდარის შედეგად, სხეულის დაზიანება მიიღო ორმა ადამიანმა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მთვრალ მდგომარეობაში.