ინაშვილი, თარხან-მოურავი - ესაა ბიძინა ივანიშვილის ქვედანაყოფი - დავით ბერძენიშვილი
ინაშვილი, თარხან-მოურავი - ესაა ბიძინა ივანიშვილის ქვედანაყოფი - დავით ბერძენიშვილი

A+ A-

16:50 15/09/2019

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი, ამერიკის საელჩოსთან "პატრიოტთა ალიანსის" აქციას ეხმაურება და ინაშვილის ქმედებებს ბიძინა ივანიშვილის უნიჭო თამაშის გაგრძელებას უწოდებს.

"ინაშვილი, თარხან-მოურავი, ესაა ბიძინა ივანიშვილის ქვედანაყოფი, რომელსაც 2016 წელს 5.01 % გამოუწერა და დასვა პარლამენტში - ვინც არ უნდოდა, ის 5%-ს ქვემოთ დატოვა. სრულიად გასაგებია, მანიპულირების შესაძლებლობა რაკი ჰქონდა ივანიშვილს მან გამოიყენა ეს მანიპულირება პრორუსული პოლიტიკური ჯგუფის უკვე პარლამენტში შესაყვანად. რაც შეეხება ინაშვილის მივარდნას ხან კონფერენციზე და ხან საელჩოსთან ეს არის მორიგი უნიჭი თამაშის გაგრძელება ივაინიშვილის ხელისუფლებისა. ბიძინა ივანიშვილს არავინ დარჩა მოთამაშე მის ორბიტაში ირმა ინაშვილის გარდა" - აცხადებს ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, “პატრიოტთა ალიანსი“ აშშ-ს საელჩოსთან საპროტესტო აქციას მართავს. პროტესტის მთავარი მიზეზი თბილისში, 10 სექტემბერს გამართული საერთაშორისო კონფერენციაა - "Now What?".