ბედიის მონასტერი რუსეთის ხელისუფლების მიერ ჩადენილი ვანდალიზმის გამო, განადგურების პირასაა - ნიკოლოზ ანთაძე
ბედიის მონასტერი რუსეთის ხელისუფლების მიერ ჩადენილი ვანდალიზმის გამო, განადგურების პირასაა - ნიკოლოზ ანთაძე

A+ A-

16:15 15/09/2019

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთაძის განცხადებით, ბედიის უნიკალურ სამონასტრო კომპლექსში ვითარება საკმაოდ რთულია, ამის მიზედად კი რუსული ოკუპაცია დაასახელა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საერთაშორისო თანამეგობრობას უახლოეს დღეებში მიმართავს, რათა ერთობლივი მონიტორინგი განხორციელდეს ყველა იმ კულტურულ ძეგლზე, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მიერ ჩადენილი ვანდალიზმის გამო, განადგურების საფრთხის ქვეშ იმყოფება.

"სამწუხაროა, ის რომ კადრებში კარგად ჩანს ტაძრის ტერიტორიაზე ანუ ინტერიერში, რომ დგას ისევ ხარაჩოები, დგას დუღაბისთვის მოსაზელი აპარატურა და შესაბამისი მოწყობილობები, თვითონ ძეგლი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ზუსტად ოკუპაციის შედეგად ძეგლი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მივმართავთ, საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ რამენაირად დაიძრას ის პროცესი, რათა ერთობლივი მონიტორინგი მაინც განხორციელდეს იმ ძეგლებზე, რომელიც ასევე სავალალო მდგომარეობაშია და რომელზეც ძალიან ბევრი უხეში ჩარევაა განხორციელებული" - აცხადებს, ნიკა ანთიძე.

ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე X საუკუნის ბედიის მონასტერი უმძიმეს მდგომარეობაშია. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ქართულ მონასტერში სარესტავრაციო სამუშაოებს ატარებს. ბედიის მონასტერში დაზიანებულია ფრესკები.