ვადასტურებ, რომ ბიზნესზე არის ზეწოლა - სოფრომაძე
ვადასტურებ, რომ ბიზნესზე არის ზეწოლა - სოფრომაძე

A+ A-

15:31 15/09/2019

„ბიზნესზე არის ზეწოლა“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ვასილ სოფრომაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ვიდეომიმართვაში ვასილ სოფრომაძე ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც თავისუფალ ბიზნესგარემოს ეხებოდა.

სოფრომაძის თქმით, ივანე მაჭავარიანის მინისტრობის პერიოდში მის კუთვნილ ბიზნესს „გაუგონარი სარჩელი“ წარედგინა და ზეწოლა ახლაც გრძელდება.

როგორც ვასილ სოფრომაძე ამბობს, ისინი საკუთარ სიმართლეს დაამტკიცებენ.

„დიახ, ვადასტურებ ბატონო ივანე, ვადასტურებ, რომ ბიზნესზე არის ზეწოლა. თქვენი ფინანსთა მინისტრობის პერიოდში საგადასახადომ „ფრესკოს“ წარუდგინა ისეთი გაუგონარი სარჩელი, რომელიც რა თქმა უნდა , ჩვენ მოვიგეთ და რომელიც არ შეიძლებოდა, რომ არ მოგვეგო. ზეწოლა ახლაც გრძელდება, ახლა, როცა აღმოაჩინეთ, რომ თანხა გაქვთ დასაბრუნებელი უკან, ამ თანხის შესაბამის თემაზე წამოჭერით საქმე. ისე ჰაერში ვართ ჩამოკიდებული, ეს თემა გრძელდება და ჩვენ აუცილებლად დავამტკიცებთ“,- აცხადებს სოფრომაძე.

ცნობისთვის, დღეს სოფრომაძემ ასევე განაცხადა, რომ არ აპირებს რომელიმე საზოგადოებრივ მოძრაობაში გაწევრიანდეს.