“ჩვენ არა ვართ კრამერების და ბრაიზების კოლონია, ჩვენი დირექტორები არ არიან კრამერები და ბრაიზები“
“ჩვენ არა ვართ კრამერების და ბრაიზების კოლონია, ჩვენი დირექტორები არ არიან კრამერები და ბრაიზები“

A+ A-

15:23 15/09/2019

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში პარტიის მიერ 15 სექტემბერს 4 საათზე ამერიკის საელჩოსთან გასამართ აქციაზე წერს.

“ჩვენ ვიკრიბებით, რათა ვუთხრათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს: უნდა დაასრულოთ მწამებელთა პარტიების მხარდაჭერა! უნდა დაინახოთ, შეიგრძნოთ ქართველი ხალხის გულისტკივილი და ბრაზი, რაც გამოწვეულია სრულიად ნათელი და სამწუხარო გარემოებით:
2012 წლამდე და 2012 წლის შემდგომ, გამუდმებით აძლევთ სტიმულს და ახალისებთ მწამებელთა პარტიებს. ამ პარტიების ლიდერები აწამებდნენ და კლავდნენ ადამიანებს, ეს არაა ევროპული, დასავლური აზროვნება.

უნდა გააცნობიეროთ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი სამშობლოს მეგობრებს, მაგრამ კრამერები და ბრაიზები (რომლებიც გვესმის, რომ ამერიკაშიც ბოკერია-სააკაშვილები არიან), ძალზედ აზიანებენ ჩვენს გულწრფელ გრძნობებს და ჩვენს ურთიერთობას. მათი უკიდეგანო თავხედობა და უპატივცემულობა იწვევს ჩვენს აღშფოთებას.


ჩვენ არა ვართ კრამერების და ბრაიზების კოლონია, ჩვენი დირექტორები არ არიან კრამერები და ბრაიზები”, - წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი.

შეგახსენებთ, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევის გარეშე მივიდა და ღონისძიების ჩაშლა სცადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა, ჟურნალისტებს და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

ამის შემდეგ სიტუაცია შენობის გარეთ დაიძაბა. „ობიექტივის“ ჟურნალისტმა რასმუსენის განცხადებები გააკრიტიკა და ამის შემდეგ თამარ ჩერგოლეიშვილს დაუპირისპირდა.

ვითარების გასამუხტავად ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.