ქუთაისში ახალგაზრდა ქალის გაუპატიურება სცადეს
ქუთაისში ახალგაზრდა ქალის გაუპატიურება სცადეს

A+ A-

13:47 15/09/2019

ქუთაისში 21 წლის ქალს გაუპატიურების მიზნით, თავს ერთი მამაკაცი დაესხა.

შემთხვევა ხარებავას ქუჩაზე მოხდა. მეზობლების განცხადებით, მამაკაცი ბინაში გაზის კომპანიის თანამშრომლის სახელით შევიდა, რა დროსაც ახალგაზრდა ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა. დაზარალებულმა პოლიციის გამოძახება მოასწრო. ადგილზე მალევე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 19-137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.