2085 საჯარო სკოლიდან 16 სექტემბერს ზარი მხოლოდ 2066 სკოლაში დაირეკება
2085 საჯარო სკოლიდან 16 სექტემბერს ზარი მხოლოდ 2066 სკოლაში დაირეკება

A+ A-

12:13 15/09/2019

 16 სექტემბერს 2085 სკოლიდან 19 სკოლაში სწავლის პროცესი არ განახლდება, ხოლო 108 სკოლაში კი პირველ კლასელებს არ მიიღებენ. წელს, 54 300 პირველკლასელი შეაბიჯებს სკოლის კარს. ამის შესახებ, “2020NEWS“ განათლების მარტვის საინფორმაციო სისტემაში განუცხადეს.

მათივე თქმით, წელს 2085 სკოლიდან 108 სკოლაში არ იქნება პირველკლასელთა მიღება.

“წელს დარეგისტრირდა 54 300 პირველ კლასელი. 2085 სკოლიდან, 108 სკოლაში არ მიიღებენ პირველ კლასელებს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის დემოგრაფიის ბრალი. უბრალოდ ორი ახლო-ახლო მდებარე სკოლებს შორის, მშობლებმა უპირატესობა გარემონებულ სკოლებს მიანიჭეს. ასევე მაღალ მთიან სოფლებში, სასაზღვრო რეგიონში, სადაც მაგალითად 3-5 ბავში სწავლობს, იქ მშობლებმა ასევე მიანიჭეს უპირატესობა სხვა სოფლის სკოლებს, სადაც მეტი მოსწავლეა და კლასში უფრო მეტნი იქნებიან. მინდა გითხრათ, რომ ამდენი პირველკლასელი, როგორც წელს გვყავს ბოლო ათი წლის განმავლობაში არ გვყოლია“, - განუცხადეს “2020NEWS“ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

სწავლა სკოლების ნაწილში 30 სექტემბერს, ნაწილში კი 23 სექტემბერს განახლდება. როგორც, განატლების სამინისტროში აცხადებენ ამის მიზეზი, სარემონტო სამუშაოებია. გთავაზობთ, იმ სკოლების სიას, სადაც 16 სექტემბერს ზარი არ დაირეკება.

თბილისის #122 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს),

თბილისის #130 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს),

თბილისის #45 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს),

თბილისის #60 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს),

თბილისის #149 საჯარო სკოლაში(განახლდება 30 სექტემბერს),

თბილისის #177 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს),

თბილისის #191 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს),

თბილისის #208 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს),

ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის #23 საჯარო სკოლაში (განახლდება 23 სექტემბერს),

ალექსანდრე ცინცაძის სახელობის თბილისის #150 საჯარო სკოლაში (განახლდება 23 სექტემბერს),

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის #2 საჯარო სკოლაში (განახლდება 23 სექტემბერს),

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისის საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს),

სეიდ გვარიშვილის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლა (განახლდება 30 სექტემბერს),

გორის #4 საჯარო სკოლა (განახლდება 30 სექტემბერს), ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლა (განახლდება 23 სექტემბერს),

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის საჯარო სკოლა (განახლდება 30 სექტემბერს),

დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლა (განახლდება 23 სექტემბერს),

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა (განახლდება 23 სექტემბერს),

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის საჯარო სკოლა (განახლდება 23 სექტემბერს).