მინდა, სხვადასხვა იდიოტს ვუთხრა, რომ ასეთი ქცევებით ვერ მიმიყვანთ ვერც ერთ მოძრაობაში - სოფრომაძე
მინდა, სხვადასხვა იდიოტს ვუთხრა, რომ ასეთი ქცევებით ვერ მიმიყვანთ ვერც ერთ მოძრაობაში - სოფრომაძე

A+ A-

12:03 15/09/2019

„ფრესკოს“ დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე უარყოფს მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით. 

ამის შესახებ სოფრომაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. 

“მინდა გამოვეხმაურო მცდარ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მე, რომელიღაც საზოგადოებრივ მოძრაობას შევუერთდი. არასდროს ვყოფილვარ, არ ვარ და არც ვაპირებ პოლიტიკაში მოსვლას. თავს შევიკავებ ნებისმიერი პოლიტიკური კომენტარისგან, ნებისმიერი პარტიის და მოძრაობის მიმართ, მაგრამ მინდა, ყველა ჯურის ტროლს და სხვადასხვა იდიოტს ვუთხრა, რომ თქვენი ასეთი ქცევებით ვერ მიმიყვანთ ვერც ერთ მოძრაობაში”, წერს ვასილ სოფრომაძე.