თენგიზ კიტოვანს მოსკოვში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)
თენგიზ კიტოვანს მოსკოვში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)

A+ A-

11:36 15/09/2019

თავდაცვის ყოფილ მინისტრს თენგიზ კიტოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენებს.

ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. ტელეფონით გადაღებული ვიდეომასალა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ჯგუფებში გააზიარეს.

ინციდენტი მოსკოვში, სავარაუდოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხდა.

კიტოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფ 1992-93 წლებში აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებებში მონაწილეობის გამო, მიაყენეს.

კიტოვანი საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1992-1993 წლებში იყო. ის მონაწილეობდა პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ მოწყობილ გადატრიალებაში და შემდეგ ქვეყანაში დაწყებულ სამოქალაქო ომში. ასევე მონაწილეობდა აფხაზეთის ომში.

1996 წლის ოქტომბერში თენგიზ კიტოვანი დააკავეს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზების ბრალდებით და 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. 1999 წელს ის შევარდნაძემ შეიწყალა. 2000-იან წლებში კიტოვანი მოსკოვში ცხოვრობდა. საქართველოში ის 2012 წელს დაბრუნდა.