დღეს “პატრიოტთა ალიანსის“ წარმოამდგენლები ამერიკის საელჩოსთან აქციას გამართავენ
დღეს “პატრიოტთა ალიანსის“ წარმოამდგენლები ამერიკის საელჩოსთან აქციას გამართავენ

A+ A-

11:28 15/09/2019

დღეს „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები ამერიკის საელჩოსთან აქციას გამართავენ.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ დევიდ კრამერი პერსონა „ნონ-გრატად“ გამოცხადდეს. ამავე მოთხოვნით მათ აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთანაც გამართეს.

შეგახსენებთ, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევის გარეშე მივიდა და ღონისძიების ჩაშლა სცადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა, ჟურნალისტებს და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

ამის შემდეგ სიტუაცია შენობის გარეთ დაიძაბა. „ობიექტივის“ ჟურნალისტმა რასმუსენის განცხადებები გააკრიტიკა და ამის შემდეგ თამარ ჩერგოლეიშვილს დაუპირისპირდა.

ვითარების გასამუხტავად ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.