ქალაქის მერია ქუთაისში არსებული მდგომარეობით არ ინტერესდება - გოგი წულაია
ქალაქის მერია ქუთაისში არსებული მდგომარეობით არ ინტერესდება - გოგი წულაია

A+ A-

15:51 14/09/2019

პარტია „თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარის, გოგი წულაიას განცხადებით, ქუთაისში არსებული პრობლემებით ადგილობრივი ხელისუფლება არ ინტერესდება.

„ქუთაისში ასობით შენობა უფუნქციოდ არის დარჩენილი და მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მერიიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, ასეთი შენობების შესახებ და ვერ გვიპასუხეს, თითქოს ვერ გაიგეს ჩვენი მოთხოვნა. ამ შენობებთან გავმართავთ ბრიფინგს და ჩვენ მივაწოდებთ ინფორმაციას.

ამასთან, მოვითხოვთ პასუხს, ვისია ეს შენობები და რატომ არ ხდება მათი გაყიდვა ან რეაბილიტაცია. მილიონობით ლარის ქონება ნადგურდება, ამასთან, საფრთხეს წარმოადგენს მოქალაქეებისთვის. არის ანტისანიტარია და მერია არც ინტერესდება ქალაქის ცენტრში არსებული მდგომარეობით", - განაცხადა გოგი წულაიამ.