რუსთაველის გამზირზე ქუჩაში წყალი გადმოდის (ვიდეო)
რუსთაველის გამზირზე ქუჩაში წყალი გადმოდის (ვიდეო)

A+ A-

15:19 14/09/2019

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ რუსთაველის გამზირზე ქუჩაში წყალი გადმოდის.

ვიდეოზე ჩანს, რომ წყალი ხის ძირიდან მოედინება და პოლიციას შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით აქვს შემოხაზული.

საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახურის ინფორმაციით,  გახეთქილია წყლის მილი და სამაშველო ჯგუფი უკვე გაემართა ადგილზე სიტუაციის მოსაგვარებლად.