შევეშვათ მამუკა ხაზარაძის ლანძღვა-თათხვას - ნიკა მელია
შევეშვათ მამუკა ხაზარაძის ლანძღვა-თათხვას - ნიკა მელია

A+ A-

12:23 14/09/2019

შევეშვათ ხაზარაძის ლანძღვა-თათხვას, მინიმუმ არაგონივრული და არაპრაგმატულია ამ ეტაპზე. ასე ეხმურება სოციალურ ქსელში, ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას.

როგორც ნიკა მელია წერს, მამუკა ხაზარაძე კი არა, სამიზნე მავნებელი ბიძინა ივანიშვილია.

“მეგობრებო, მავნებელი ბიძინა და მისი “გუნდია” სამიზნე და არა ჯერ არ შექმნილი ოპოზიციური პარტია. შევეშვათ ხაზარაძის ლანძღვა-თათხვას. მინიმუმ არაგონივრული და არაპრაგმატულია ამ ეტაპზე. კრიტიკას ყოველთვის მოვასწრებთ…” - წერს მელია.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ 12 სექტემბერს პოლიტიკური მოძრაობა "ლელო" დააფუძნა.