თავდაცვის მინისტრმა სერჟანტებს სამეთაურო-საშტაბო კურსის დასრულება მიულოცა
თავდაცვის მინისტრმა სერჟანტებს სამეთაურო-საშტაბო კურსის დასრულება მიულოცა

A+ A-

11:42 14/09/2019

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სერჟანტებს სამეთაურო-საშტაბო კურსის დასრულება მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილმა კურსდამთავრებულებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ სერჟანტთა განათლების პროგრამები ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სერჟანტთა განათლების სტანდარტებთან თავსებადია. 

თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ წარჩინებულ კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცეს და მიღებული ცოდნის ქვეყნის სამსახურში გამოყენება უსურვეს.

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სერჟანტთა რიგით II სამეთაურო-საშტაბო კურსი 9 სამხედრო მოსამსახურემ დაამთავრა. მათ კურსის მიმდინარეობის პერიოდში შეისწავლეს შემდეგი დისციპლინები: ომებისა და სამხედრო ხელოვნების ისტორია, საერთაშორისო და ქვეყნის შიდა უსაფრთხოების საკითხები, ბატალიონის, ბრიგადის ოპერაციების დაგეგმარების პროცესი და საბრძოლო მომზადების ორგანიზება, ლიდერობა და მენეჯმენტი.