ხაზარაძის პირით, ზუსტად და უტყუარად გავიგეთ, რომ “რუსთავი 2“- ის წაღებაზე პირადად ივანიშვილი რეკავდა - გვარამია
ხაზარაძის პირით, ზუსტად და უტყუარად გავიგეთ, რომ “რუსთავი 2“- ის წაღებაზე პირადად ივანიშვილი რეკავდა - გვარამია

A+ A-

13:47 13/09/2019

„რუსთავი 2“ - ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მამუკა  ხაზარაძის აქტიურ პოლიტიკური ცხოვრებაში შემოსვლას აფასებს. 

„დღეს, მამუკა ხაზარაძის პირით, ზუსტად და უტყუარად გავიგეთ, რომ „რუსთავი 2“- ის წაღებაზე პირადად ივანიშვილი რეკავდა და აგვარებდა ამბებს. აი, ასეთი მნიშვნელობის იყო მისთვის ეს საკითხი და ახლა ვისია ეს არხი, ვინც კითხულობს, @ლეა ან თავს ი@ლევებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, „რუსთავი 2“ ივანიშვილის არხია და სახელისუფლებო მედიად უნდა განვიხილოთ. ოღონდ არა პირველხარისხოვნად - ეგეთი ტვ იმედია.

ბიძინასთან თანამშრომლობა და რუსულ ფულზე ჯდომა რა შეფასებას იმსახურებს, ამაზე აღარ ღირს ლაპარაკი, ბოდიში ყველასთან.

ps: ხო მართლა, ბატონმა ხაზარაძემ იმაზე უნდა გვიპასუხოს, მთავარი ოპოზიციური მედიის წინააღმდეგ მოქმედებას რომ თხოვდნენ, ამას რატომ დათანხმდა და საკონსტიტუციო სასამართლოში 12 საათზე ჩანიშნული სხდომის წინ, დილის 11 საათზე რატომ გაიხმო სარჩელი.

pps: სრულიად აპოლიტიკური საქმე იყო, ცხადია“, წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.