ხაზარაძეს ჯერ არ დაუწყია და უკვე დაამთავრა - სააკაშვილი
ხაზარაძეს ჯერ არ დაუწყია და უკვე დაამთავრა - სააკაშვილი

A+ A-

10:47 13/09/2019

ხაზარაძეს ჯერ არ დაუწყია და უკვე დაამთავრა- ასე ეხმაურება, სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის განცხადებებს. სააკაშვილის აზრით ხაზარაძემ გუშინ ბიძინა ივანიშვილის ქებით თავის პოლიტიკური კარიერა დაასრულა.

"გუშინ ხაზარაძეს რაღაცეები ულაპარაკია ჩემზე გრიგოლიასთან და ივანიშვილი უქია. ზოგადად ტიპს არ დაუწყია და უკვე დაამთავრა. Soo pathetic!"-წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი, სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვით, მამუკა ხაზარაძის სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნებას გამოეხმაურა. სააკაშვილმა ხაზარაძე „კრიალოსან ბიჭად“ მოიხსენია და ივანიშვილთან ერთად მევახშე უწოდა.

საპასუხოდ ხაზარაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილმა ტონი და სიტყვათა წყობა უნდა შეარჩიოს.