პატარა გოგონამ ემიგრაციიდან დაბრუნებული დედა ვერ იცნო
პატარა გოგონამ ემიგრაციიდან დაბრუნებული დედა ვერ იცნო

A+ A-

21:04 12/09/2019

სოციალურ ქსელში თათა ხუნაშვილი პატარა ბარბარეს და მისი ემიგრანტის დედის შეხვედრის ემოციურ ვიდეოს ავრცელებს.

"ბარბარე ჯერ ვერ ხვდება რა ხდებააა

პ.ს უამრავი ხალხი აზიარებს ვიდეოს წარწერით “დედა ვერ იცნო”. იქიდან დავიწყებ რო ოცდამეერთე საუკუნეა და ყოველ დღე ელაპარაკებოდა ბარბარე თაკოს და ძალიან კარგად იცის როგორ გამოიყურებოდა დედამისი, უბრალოდ არ იცოდა სად მიგვყავდა და რო მოდიოდა (ერთი კვირის მერე ელოდებოდა), იმიტომ ჰქონდა ასეთი რეაქცია, ვერ გაიგო რა ხდებოდა. მოეშვით ამ ტრაგიზმს!

პ.ს.ს ტრაგედიაა კი საკუთარი ქვეყნიდან და ოჯახიდან შორს რომ გვიწევს ყოფნა მარა ზედმეტი დრამატიზმი არაა საჭირო! მე თვითონ 9წლის მერე ვნახე დედა და ჩემზე უკეთ არავინ იცით!" - წერს თათა ხუნაშვილი.