მამუკა ხაზარაძე სკანდალურად ალაპარაკდა - რატომ დაიბარა ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილმა შუშის სასახლეში?
მამუკა ხაზარაძე სკანდალურად ალაპარაკდა - რატომ დაიბარა ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილმა შუშის სასახლეში?

A+ A-

20:51 12/09/2019

მამუკა ხაზარაძე სკანდალურად ალაპარაკდა.  ქვეყნის გფაქტობრივმა მმართველმა იგი შუშის სასახლესი დაიბარა და საქმე გაურჩია. ამის შესახებ მან გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

"არესობს ასეთი პერსონა, მიჭირს მას ბიზნესმენი დავუძახო, ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც "თიბისი ბანკს" სთხოვდა 30 მილიონ დოლარს, რატომ, არავინ იცის, ჩვენ დავიწყეთ თავის დაცვა სრულიად ლეგალურად, სამართლებრივი გზით. გავარკვიეთ, რომ მას ანალოგიური საქმეები აღძრული ჰქონდა სხვა მსხვილი ბიზნესების მიმართაც.  და ეს საქმეები ერთ მოსამართლესთან მიდიოდა და წყდებოდა ისე, როგორც ჩხარტიშვილს აწყობდა. ანუ ეს საქმეები ცხვებოდა როგორც იმერული ხაჭაპური, ჩვეულებრივი რუსული სქემა იყო, ფულის ამოღების. სამართლებრივი დავა გავაგრძელეთ საკონსტიტუციო სასამართლოში. ერთხელაც, გერმანიაში ვიმყოფებოდი მაშინ და ამ საქმესთან დაკავშირებით  დამირეკა ბიძინა ივანიშვილმა. ერთი საათი ვისაუბრეთ, მეგობრული საუბარი იყო და მთხოვა, რომ ეს სარჩელი გამომეტანა სასამართლოდან. ძალიან გამიჭირდა ამის გაკეთება, მაგრამ მაინც დავურეკე ჩემს უცხოელ პარტნიორებს, დავარწმუნე ისინ, რომ ასე უნდა მოვქცეულიყავით და გამოვიტანეთ სარჩელი სასამართლოდან, ორშაბათს... ამის შემდეგ ხდება შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან სახლში. ვიყავით ჩვენ - მე და ბადრი, ვანო ჩხარტიშვილი, რომან ფიფია, ვერ გავიგე რატომ და მაშინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. გავოგნდი, რადგან მოვხვდი ვითარებაში, სადაც ყველაფერი ივანიშვილი იყო - პროკურორიც, მოსამართლეც, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეც, ყველაფერი და მის გვერდით იჯდა მთავარი პროკურორი. შოთაძე ჩუმად იჯდა, ბოლოს კი თვქა, მე ამაში ვერაფერს ისეთს ვერ ვხედავო. ივანიშვილი იყო პატარა სახელმწიფო, რომელიც საქმეს არჩევდა და გვერდით ეჯდა მტავარი პროკურორი, გესმით რასთან გვაქვს საქმე? მაშინ როდესაც გარეთ 21-ე საუკუნეა?

მართალი გითხრათ ჩვენ ამ მძიმე სეხვედრიდან ისეთი აზრი გამოვიტანეთ, რომ ჩხარტიშვილისთვის ფული უნდა გადაგვეხადა, რაღაც ფული. ისიც ვერ გავიგე, ამ ამბავზე მოგივიანებით რომ თქვა, ჩხარტიშვილმა ხაზარაზეს 100-ით ნული მოუგოო", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ "რეაქციაში".

შეგახსენებთ, მამაუკა ხაზარაძემ დღეს პოლიტიკური მოძრაობა "ლელო" დააფუძნა.