დევიდ გერეტი ქართველ მსმენელს დაუვიწყარ მუსიკალურ მოგზაურობას ჰპირდება
დევიდ გერეტი ქართველ მსმენელს დაუვიწყარ მუსიკალურ მოგზაურობას ჰპირდება

A+ A-

17:45 12/09/2019

თბილისი, 13 სექტემბერს ვირტუოზ მევიოლინეს დევიდ გერეტს უმასპინძლებს. გერმანელი მუსიკოსი ჩვენს ქვეყანას პირველად სტუმრობს და აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ტურნეს სწორედ, თბილისიდან იწყებს.

გერეტის განცხადებით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მსმენელის წინაშე წარდგენა.

“მე დიდი სიხარულით ველოდები საკონცერტო ტურნეს “UNLIMITED-LIVE 2019“. ახლა, ისე როგორც არასდროს, მსურს ჩემი თაყვანისმცემლები გადავიყვანო მომხიბლავ მუსიკალურ მოგზაურობაში და ჩემს ჯგუფთან, ჩემს მეგობრებთა და თაყვანისმცემლებთან ერთად საზეიმოდ აღვნიშნო ჩემი მუსიკალური შემოქმედების ათი წელი“, - აღნიშნა დევიდ გერეტმა საქართველოში ჩამოსვლამდე. გერმანელი მევიოლინე ქართველი მსმენელის წინაშე, ახალ კომპოზიციებთან ერთად , ყველაზე პოპულარულ კომპოზიციებს, როგორიცაა: “Smooth Criminal”, “Nothing Else Matters”, “He’s a Pirate”, “Viva la viva”, “Thunderstrck”.

ცნობისთვის, 10 წელზე მეტია, რაც დევიდ გერეტი საკუთარი საერთაშორისო კარიერით წლიდან წლამდე ქროსოვერის შედეგებს აუმჯობესებს. მისი უკანასკნელი მსოფლიო ტურნე EXPLOSIVE LOVE“ 20 ქვეყანაში გაიმართა და 400 000 მეტი ბილეთი გაიყიდა. გასულ წელს დევიდ გერეტის მე-10 ალბომი „ Rock Revolution“ გერმანიის ტოპ-ათეულში მე-8 ადგილი დაიკავა. მას 3 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული, ასევე 24 ოქრის და 16 პლატინის ჯილდო აქვს მიღებული.

გერმანელი ვირტუოზი, ხვალ 20:00 საათზე სპორტის სასახლეში ქართველი მაყურებლის წინაშე წარსდგება. ღონისძიება, საქართველოს კულტურის პალატის მხარდაჭერით ტარდება.