საქართველოში წითელი ხაზების გავლების პრაქტიკა უნდა დამთავრდეს - ბადრი ჯაფარიძე
საქართველოში წითელი ხაზების გავლების პრაქტიკა უნდა დამთავრდეს - ბადრი ჯაფარიძე

A+ A-

13:27 12/09/2019

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ თანადამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე, აცხადებს, რომ უნდა დასრულდეს წითელი ხაზების გავლების პრაქტიკა.

„საზოგადად, მე ვფიქრობ, რომ საქართველოში წითელი ხაზების გავლების პრაქტიკა უნდა დამთავრდეს, როდესაც ადამიანები სიძულვილის ხაზებს ავლებენ ერთმანეთს შორის. ეს უნდა დასრულდეს. ჩვენ უნდა შევძლოთ ახალი ტალღის შემოტანა, როდესაც პირიქით, ადამიანები ერთიანდებიან საერთო მიზნის ირგვლივ და არა ის, როდესაც ადამიანები ერთიანდებიან ვიღაცის წინააღმდეგ. ჩვენ არ ვერთიანდებით კონკრეტული პიროვნების ან ვინმეს წინააღმდეგ. ჩვენ ვერთიანდებით საქართველოს მომავლისთვის. აქედან გამომდინარე, წითელი ხაზები, ვინმე საძულველი პოლიტიკური ძალა ან საძულველი პიროვნება ჩვენთვის არ არსებობენ, ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენ გავარღვიოთ ეს წლების განმავლობაში“, -  განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა ხაზარაძე-ჯაფარიძის საზოგადოებრივ მოძრაობას “ლელო“ ერქმევა.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მათი პოლიტიკური პარტია ოქტომბერში დაფუძნდება და მასში ახალი სახეებიც იქნებიან. დამფუძნებლები ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, ვინ გაერთიანდება ცნობილი სახეებიდან  პოლიტიკურ პარტიაში.