ნებისმიერი ახალი მოძრაობა, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს დაუპირისპირდება, მისასალმებელია - აბესაძე
ნებისმიერი ახალი მოძრაობა, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს დაუპირისპირდება, მისასალმებელია - აბესაძე

A+ A-

13:00 12/09/2019

„ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის შეფასებით, ნებისმიერი ახალი მოძრაობა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს დაუპირისპირდება, მისასალმებელია. ამ თვალსაზრისით „ევროპული საქართველო“ მამუკა ხაზარაძის ახალ მოძრაობას წარმატებას უსურვებს.

„თუმცა "ევროპული საქართველოს“ მთავარი მიზანი არის, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებამდე ჩავატაროთ ისეთი კამპანია, რომელიც საზოგადოებას დაარწმუნებს ჩვენი პარტიის უპირატესობაში და მოგვცემს შესაძლებლობას დავაკომპლექტოთ მთავრობა და მოვიშოროთ ხელისუფლებიდან "ქართული ოცნება". ნებისმიერი ოპოზიციურ ფლანგზე მოქმედი სუბიექტი, რომლის მიზანიც არის "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოშორება, რა თქმა უნდა, არის დარტყმა ივანიშვილის ხელისუფლებაზე და ჩვენთვის არის მისასალმებელი“, - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.