არავისთან ვითანამშრომლებთ, მივდივართ არჩევნებზე, ცნობილი პოლიტიკოსების გარეშე - ხაზარაძე
არავისთან ვითანამშრომლებთ, მივდივართ არჩევნებზე, ცნობილი პოლიტიკოსების გარეშე - ხაზარაძე

A+ A-

12:30 12/09/2019

“არავისთან ვითანამშრომლებთ, დამოუკიდებლად მივდივართ არჩევნებზე, ცნობილი პოლიტიკოსების გარეშე, ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 „ჩვენ, დამოუკიდებლად, ახალი ძალებით, ყოველგვარი ცნობილი სახეების გარეშე, არავისთან ვითანამშრომლებთ, ამ ეტაპზე, როცა მოვხვდებით პარლამენტში, გამარჯვებულნი, იქ გადავწყვეტთ, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ჩვენი მოძრაობა მიმართულია ხვალინდელ პერსპექტივაზე, და ვერანაირი წინააღმდეგობა შეუშლის ხელს”,- განაცხადა ხაზარაძემ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობას “ლელოს” ერქმევა.