რასმუსენმა თქვა, ჩამოყალიბდით რა გინდათ ნატოსგან - პაატა ზაქარეიშვილი
რასმუსენმა თქვა, ჩამოყალიბდით რა გინდათ ნატოსგან - პაატა ზაქარეიშვილი

A+ A-

11:28 12/09/2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშილი “2020NEWS“ -თან ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდრეს ფოგ რასმუსენის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ზაქარეიშვილის განცხადებით, რასმუსენის განცხადება მნიშვნელოვანია იმ კონტექტსტში, რომ მან ქართველ ხალხს ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა.

„ჩემთვის მნიშვნელობა აქვს, რა თქვა რასმუსენმა. მათ თქვა, სამსჯელოა ეს საკითხი. თქვენ არ იცით და ვერ ყალიბდებით რა გინდათ ნატოსგან. თუ თქვენ არ იცით, რა გინდათ ნატოსგან, ნატოს მითუმეტეს არ ეცოდინება, რა უნდა თქვენგან. ამიტომ კეთილი ინებეთ დაჯექით, იკამათეთ და იდისკუსიეთო“,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ცნობისთვის, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსიები მზად არის თუ არა ნატოს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე შეუერთდეს, აღნიშნული განცხადება მან საქართველოში ჟურნალისტებთან გააკეთა.