“პატრიოტთა ალიანსი“ დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
“პატრიოტთა ალიანსი“ დღეს საპროტესტო აქციას  გამართავს

A+ A-

10:37 12/09/2019

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია “ახალგაზრდა პატრიოტები” 12 სექტემბერს, 13:00 საათზე,  საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გამართავენ საპროტესტო აქციას.

მათი მოთხოვნაა: საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე “ Now What ?” აშშ სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის არაეთიკური ქცევის შეფასება პარლამენტის ვიცე-სპიკერის ირმა ინაშვილის მიმართ და დევიდ კრამერის “პერსონა ნონ გრატად” გამოცხადება საქართველოში.

აქციაში, ასევე მონაწილეობას მიიღებენ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები.