ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი დღეს უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი დღეს უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება

A+ A-

10:25 12/09/2019

საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მედლინ მუნის ოფიციალური ვიზიტი იწყება.

დღეს მედლინ მუნი პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდება, რის შემდეგაც პრესისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

დღესვე დაგეგმილია შეხვედრა საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრებთან, ასევე საპარლამენტო ფრაქციების “ევროპული საქართველოს“, “ნაციონალური მოძრაობის“, “საქართველოს პატრიოტებისა“ და უმრავლესობის წარმომადგენლებთან.

13 სექტემბერს მედლინ მუნი სოფელ დიდ ხურვალეთში ჩავა, სადაც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს ესტუმრება.

ვიზიტის ფარგლებში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილსა და თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.