“ევროპულმა საქართველომ“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარი განაცხადა
“ევროპულმა საქართველომ“  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

A+ A-

21:09 11/09/2019

„ევროპული საქართველო“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

ოთარ კახიძის განმარტებით, ეს ჯგუფი მხოლოდ ტექნიკური ფუნქციის შემსრულებელი იქნება.

“რეგლამენტი ითვალისწინებს სამუშაო ჯგუფის შექმნას დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს კომიტეტს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები რამდენად შეესაბამებიან კანონის და კონსტიტუციის მოთხოვნებს. ეს გულისხმობს რამდენად შეესაბამება კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის კრიტერიუმს. ეს არის მთავარი შესაფასებელი და ამაში სჭირდება კომიტეტს დახმარება დარგის სპეციალისტების მხრიდან. მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ საკითხი დასვა ასე, რომ თურმე სამუშაო ჯგუფმა უნდა შეამოწმოს ფორმალური მხარე, დაბადების მოწმობა, შრომის წიგნაკი და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს არის უბრალოდ დაცინვა სამუშაო ჯგუფის წევრების, დაკნიმება ამ ჯგუფის ფუნქციის“,- აღნიშნა ოთარ კახიძემ.