სკოლის კარს 54 300 პირველკლასელი შეაბიჯებს
სკოლის კარს 54 300 პირველკლასელი შეაბიჯებს

A+ A-

18:35 11/09/2019

16 სექტემბერს 54 300 პირველკლასელი შეაბიჯებს სკოლის კარს. ამის შესახებ, “2020NEWS“ განათლების მარტვის საინფორმაციო სისტემაში განუცხადეს. მათივე თქმით, წელს 2085 სკოლიდან 108 სკოლაში არ იქნება პირველკლასელთა მიღება.

“წელს დარეგისტრირდა 54 300 პირველ კლასელი. 2085 სკოლიდან, 108 სკოლაში არ მიიღებენ პირველ კლასელებს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის დემოგრაფიის ბრალი. უბრალოდ ორი ახლო-ახლო მდებარე სკოლებს შორის, მშობლებმა უპირატესობა გარემონებულ სკოლებს მიანიჭეს. ასევე მაღალ მთიან სოფლებში, სასაზღვრო რეგიონში, სადაც მაგალითად 3-5 ბავში სწავლობს, იქ მშობლებმა ასევე მიანიჭეს უპირატესობა სხვა სოფლის სკოლებს, სადაც მეტი მოსწავლეა და კლასში უფრო მეტნი იქნებიან. მინდა გითხრათ, რომ ამდენი პირველკლასელი, როგორც წელს გვყავს ბოლო ათი წლის განმავლობაში არ გვყოლია“, - განუცხადეს “2020NEWS“ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

ცნობისთვის, სასწავლო წელი 16 სექტემბერს იწყება. თუმცა სწავლის დაწყების თარიღმა 20-მდე სკოლაში შესაძლოა ორი კვირით გადაიწიოს.