მახსოვს, როგორ ფარულად მტკივნეულად განიცდიდა დაუნდობელ ვერბალურ თავდასხმას - თეა წულუკიანი ნოდარ ხადურზე
მახსოვს, როგორ ფარულად მტკივნეულად განიცდიდა დაუნდობელ ვერბალურ თავდასხმას - თეა წულუკიანი ნოდარ ხადურზე

A+ A-

16:18 11/09/2019

ფინანსთა ყოფილი მინისტრის ნოდარ ხადურის გარდაცვალებას, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება და მეგობართან დაკავშირებულ მოგონებებს იხსენებს.

“დავდივარ უცხოეთში შეხვედრებზე და თვალწინ მიდგას ნოდარ ხადური. ძალიან ვწუხვარ და ვიზიარებ მეუღლის, ბავშვების, ოჯახის მწუხარებას. იმასაც ვიტყვი, რომ, რაკი დიდხანს შემოვრჩი მთავრობაში, ყველაფერი მახსოვს და მახსოვს, როგორ ფარულად და მტკივნეულად განიცდიდა რამდენიმე დაუნდობელ ვერბალურ თავდასხმას. ღიად არ ამბობდა, მაგრამ ხუმრობაში ჩანდა, რომ განიცდიდა. ნეტავი შენ, რეებს აქცევ ყურადღებას-მეთქი, მითქვამს კიდეც, ასევე ხუმრობით. ის მიხარია, რომ რამდენიმე კვირის წინ ვნახე ერთ-ერთ სხდომაზე და კეთილი სიტყვების თქმა მოვასწარი, როგორსაც მრავლად იმსახურებდა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული“, - წერს თეა წულუკიანი.

ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური 10 სექტემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა.