11 სექტემბრის ტერაქტის წლისთავზე ავღანეთში აშშ-ის საელჩოსთან აფეთქება მოხდა
11 სექტემბრის ტერაქტის წლისთავზე ავღანეთში აშშ-ის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

A+ A-

10:18 11/09/2019

11 სექტემბრის წლისთავზე ავღანეთში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული პრესა ავრცელებს. 

შენობაში ამუშავებული განგაშის სიგნალი ახლომდებარე კვარტლებშიც ისმოდა. ცნობები მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ არ გავრცელებულა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. ვარაუდობენ რომ, აფეთქების უკან შესაძლოა "თალიბანი" იდგეს, რომელიც აშშ-ს ჩაშლილი მოლაპარაკებების გამო დაემუქრა.

მოლაპარაკებები აშშ-სა და „თალიბანს“ შორის 9 თვე მიმდინარეობდა. ტრამპი „თალიბანის“ წარმომადგენლებთან კემპ-დევიდის საპრეზიდენტო რეზიდენციაში საიდუმლო შეხვედრას გეგმავდა, თუმცა გადაწყვეტილება ქაბულში მოძრაობის მიერ განხორციელებული ტერაქტის გამო შეცვალა, რომელსაც ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 18 წელიწადი გავიდა.