დონალდ ტრამპმა ჯონ ბოლტონი თანამდებობიდან გაათავისუფლა
დონალდ ტრამპმა ჯონ ბოლტონი თანამდებობიდან გაათავისუფლა

A+ A-

10:11 11/09/2019

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

„გუშინ საღამოს ჯონ ბოლტონს ვაცნობე, რომ მისი მომსახურება თეთრ სახლში საჭირო აღარ არის. მე კატეგორიულად არ ვეთანხმები მის ბევრ წინადადებას, ისევე როგორც ბევრი ადამიანი ადმინისტრაციაში. ამიტომ, ვთხოვე წასულიყო თანამდებობიდან, რომელიც მომაწოდეს დღეს დილით. მადლობელი ვარ ჯონის მისი სამსახურისთვის. მომავალ კვირას დავასახელებ ახალ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში“ - წერს დონალდ ტრამპი.