იმედი მაქვს, ხაზარაძეს იმდენი პოლიტიკური ალღო აღმოაჩნდება, რომ ივანიშვილის გეგმის მონაწილე არ გახდება - ანი მიროტაძე
იმედი მაქვს, ხაზარაძეს იმდენი პოლიტიკური ალღო აღმოაჩნდება, რომ ივანიშვილის გეგმის მონაწილე არ გახდება - ანი მიროტაძე

A+ A-

16:47 10/09/2019

იმედი მაქვს, ხაზარაძეს იმდენი პოლიტიკური ალღო აღმოაჩნდება, რომ ივანიშვილის გეგმის მონაწილე არ გახდება - ასე ეხმიანება “შენების მოძრაობის" წევრი, ანი მიროტაძე ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას, რომლის პრეზენტაციასაც ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდი 12 სექტემბერს გამართავს.

“ბიძინა ივანიშვილი შეეცდება (და უკვე ცდილობს), რომ მამუკა ხაზარაძეს ყველა პირობა შეუქმნას საიმისოდ, რომ ისიც და მისი თანამოაზრეებიც მიხეილ სააკაშვილთან და "ნაციონალურ მოძრაობასთან" მირეკოს.

იმედი მაქვს, მამუკა ხაზარაძეს იმდენი პოლიტიკური ალღო აღმოაჩნდება, რომ ეს არ გააკეთოს და ივანიშვილის გეგმის "უნებლიე" მონაწილე არ გახდეს!”- წერს მიროტაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, “თიბისი ბანკის“დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია 12 სექტემბერს გაიმართება.