ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საქართველოს უნივერსიტეტებს შორის, ციტირების უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია
ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საქართველოს უნივერსიტეტებს შორის, ციტირების უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია

A+ A-

15:29 10/09/2019

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, 2018-2019 წლებში, ციტირების უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია წამყვან ქართულ უნივერსიტეტებს შორის. იგულისხმება ის უნივერსიტეტები, რომელთაც მოცემულ პერიოდში Web of Science Core Collection-ში 50-ზე მეტი პუბლიკაცია აქვთ ინდექსირებული. 

მათივე ინფორმაციით, საქართველოს უნივერსიტეტების მიერ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები და ციტირების გავლენა მონაცემთა ანალიტიკისა და სტატისტიკის გლობალურმა ქსელმა - Clarivate Analytics-მა გააანალიზა. კვლევა ანალიტიკური სისტემა InCites-ის გამოყენებით ტარდება, ხოლო კვლევის პროცესში ინდიკატორები Web Science of Core Collection-ის მონაცემებს ემყარება.

როგორც ჩატარებულმა ანალიზმა ცხადყო, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმაღლესი პროცენტული მაჩვენებელი გამოავლინა, როგორც ყველაზე გავლენიან საერთაშორისო კვლევით ჟურნალებში გამოქვეყნებული ნაშრომების მიხედვით, ისე ციტირების პროცენტულობის მხრივ.

ციტირების ინდექსი CNCI - წარმოადგენს მნიშვნელოვან მაჩვენებელს, რომელიც პუბლიკაციის ტიპების გათვალისწინებით, ციტირების ზემოქმედების შედარებისა და შეფასების საშუალებას იძლევა. InCites-ის მონაცემები 2019 წლის 27 აგვისტოს განახლდა.