კახა კალაძის ბავშვობა და ახალგაზრდობა - მერმა საარქივო ფოტოები გამოაქვეყნა
კახა კალაძის ბავშვობა და ახალგაზრდობა - მერმა საარქივო ფოტოები გამოაქვეყნა

A+ A-

12:26 10/09/2019

თბილისის მერმა კახა კალაძემ ბავშვობის და ახალგაზრდობის ფოტოები გამოაქვეყნა. ინსტაგრამზე მან ქრონოლოგიურად ატვირთა ბავშვობის ფოტოები, რომელიც ძირითადად ცეკვის ანსამბლთან ერთად აქვს გადაღებული და ახალგაზრდობის, სადაც უკვე მერი ფეხბურთს თამაშობდა.

  • როგორ გაიხსენებთ  კახა კალაძის ბავშვობას? [იხსენებს კალაძის მასწავლებელი კახა კალაძის სკოლის დირექტორი და მისი მასწავლებელი მარინა გედენიძე]

ძალიან საყვარელი ბავში იყო, გაბუტული ტუჩებით ამოიხედავდა ხოლმე… ჩაცმა უყვარდა ძალიან. სულ ლამაზი ჩაცმული დადიოდა, იმის მიუხედავად, რომ ფორმა ეცვა. მაშინ ე.წ. რუსული ფორმები იყო, ერთ პერიოდში ყელსახვევები ეკეთათ, სულ ახალ-ახალს იკეთებდა და მას ეს ვიზუალში ძალიან უხდებოდა.

ოდნავ მოზრდილ თმას ატარებდა. ადრე ტეხილი თმა ჰქონდა, ახლა რაღაც სწორი თქმა აქვს… ისე უხდებოდა…

 

კახა კალაძემ პირადი არქივიდან ლევან კობიაშვილთან და გიორგი დემეტრაძესთან ერთად გადაღებული ფოტოებიც გააზიარა.