გიდასტურებთ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძესთან კონსულტაციები მიმდინარეობს - კახა კოჟორიძე
გიდასტურებთ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძესთან კონსულტაციები მიმდინარეობს - კახა კოჟორიძე

A+ A-

11:52 10/09/2019

კახა კოჟორიძე ხაზარაძე-ჯაფარიძესთან კონსულტაციებს ადასტურებს. არსებული ინფორმაციით, “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიაძის საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც რამდენიმე დღეში დაფუძნდება, იურისტი, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩევლი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე შეუერთდება.

კახა კოჟორიძე “2020NEWS“-თან აღნიშნულ ინფორმაციას, ჯერჯერობით, არ ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, ხაზარაძე-ჯაფარიძესთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

“ვიქნები თუ არა ხაზარაძე-ჯაფარაძის პარტიაში, ამაზე ჯერჯერობით, კომენტარს არ გავაკეთებ. გიდასტურებთ, რომ მათთან კონსულტაციები მიმდინარებს. სხვას ვერაფერს მოგახსენებთ“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

ცნობისთვის, “თიბისი ბანკის“დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საზოგადოებრივი მოძრაობა სექტემბერში დაფუძნდება.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე