სკანდალი: რით აშანტაჟებდა შოთა შალელაშვილს გრიგოლ მიქელაძე? - დაპირისპირება "ოცნებაში"
სკანდალი: რით აშანტაჟებდა შოთა შალელაშვილს გრიგოლ მიქელაძე? - დაპირისპირება "ოცნებაში"

A+ A-

11:11 10/09/2019

სკანდალური ამბებით ცნობილი, დეპუტატი შოთა შალელაშვილი, პარლამენტს სკანდალური ფაქტების გამო ტოვებს. “20202NEWS“-ის ინფორმაციით, დეპუტატის მხრიდან მანდატის დატოვების მიზეზი გუნდის წევრებს შორის არსებული დაპირისპირება და შანტაჟია.

როგორც, “20202NEWS“-ს ინფორმირებულმა წყარომ უთხრა, მას სამტრედიის დეპუტატი გრიგოლ მიქელაძე აშანტაჟებდა. საქმე ფულს ეხება. “შოთა შალელაშვილი იძულებული გახდა პარლამენტი დაეტოვებინა“, - უთხრა, “20202NEWS“-ს წყარომ. თავად შოთა შალელაშვილი ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება.

“20202NEWS“ ცდილობს გრიგოლ მიქელაძესთან დაკავშირებას, მაგრამ ამ დროისთვის დეპუტატი სააგენტოსთან კონტაქტზე არ გამოდის. შეგახსენებთ, დღეს დილით ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა შოთა შალელაშვილმა, შესაბამისი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს მიმართა.

დეპუტატის გადაწყვეტილების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შოთა შალელაშვილს ოფიციალური განმარტება ჯერ არ გაუკეთებია. შალელაშვილი ფრაქცია "მრეწველების" წევრი იყო, რომელიც მან მიმდინარე წლის მარტში დატოვა და ფრაქცია "ქართულ ოცნებაში" გადავიდა.

მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრს შოთა შალელაშვილს არაერთი ხმაურიანი განცხადება აქვს გაკეთებული, მათ შორის პარლამენტში დაჯგუფებების არსებობის შესახებ. ასევე, დეპუტატმა ინიციატივით მიმართა მაშინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს მთავრობა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქის ოფიციალურად აღიარებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას შეერთებოდა და ყოფილიყო პირველი სახელმწიფო, რომელიც ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერდა.

შოთა შალელაშვილი პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა. 60 წლის შალელაშვილს, რომელსაც ხშირად ოლიგარქად მოიხსენიებენ, განათლება მოსკოვში აქვს მიღებული. სხვადასხვა დროს იყო მრავალდარგობრივი კომპანია "სოფას" გენერალური დირექტორი; "ინტერის", "დაგრეგოს", "ოპალლის", "ტრანსსერვისის", "სანტრეას" და "სავინიონის" დირექტორი. შალელაშვილი საქართველოს პარლამენტის პირველი დეპუტატია, რომელიც საქართველოსთან ერთად ისრაელის მოქალაქეობასაც ფლობს.