ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების მეორე ტურში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების მეორე ტურში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა

A+ A-

15:23 09/09/2019

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. ამის შესახებ დეფაქტო ცესკოს ხელმძღვანელმა თამაზ გოგიამ რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„კვიცინიამ ხმათა 46.19% მიიღო, ხაჯიმბამ კი 47,38%", - განაცხადა მან. 

აქტივობამ 65,98% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმის მიცემის უფლებით 83 880 ადამიანმა ისარგებლა.  ორივე კანდიდატის წინააღმდეგ ხმა 3154 ადამიანმა მისცა.

ხაჯიმბას კონკურენტმა ალხას კვიცინია შედეგებს არ ეთანხმება და მათ სასამართლოში გაასაჩივრებს აპირებს, ვინაიდან ვერც ერთმა კანდიდატმა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა.

„კანდიდატები შევთანხმდით, რომ ყველას წინააღმდეგ მიცემულ ხმებს არ გავითვალისწინებდით, ვინაიდან ამ პუნქტს იურიდიული საფუძველი არ აქვს“, - განაცხადა ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ ლიდერმა.

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის პოსტს რაულ ხაჯიმბა 2014 წლიდან იკავებს. ამ „თანამდებობაზე“ მან ალექსანდრე ანქვაბი შეცვალა. 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „არჩევნებს“ არალეგიტიმური უწოდა. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო თანამეგობრობამაც დაგმო.