"პატრიოტებო", "ოცნების" გარეშე აწი რომ გადაავსებთ თავისუფლების მოედანს, გადაგთვლით - ნინო ჯღარკავა
"პატრიოტებო", "ოცნების" გარეშე აწი რომ გადაავსებთ თავისუფლების მოედანს, გადაგთვლით - ნინო ჯღარკავა

A+ A-

17:23 08/09/2019

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა დღეს "პატრიოტთა ალიანსის" სპორტის სასახლეში დაგეგმილ აქციას და ინაშვილი-თარხან-მოურავის გუნდის მინისტრთა კაბინეტისთვის მხარის არდაჭერას ეხმაურება:

"დღეს "პატრიოტთა ალიანსს" სპორტის სასახლეში აქცია აქვთ. ეპატიჟებიან ოცნების მხარდამჭერებსაც - ძირს სააკაშვილი-ბოკერიაოო.

ხოდა, აქეთ აქციას ატარებენ, იქით ხმა არ მისცეს ახალ მინისტრთა კაბინეტს! ეს ფარისევლობა და ეს ლამაზ ლამაზ სიტყვები "მკლავს".

"ოცნების" დახმარების გარეშე აწი რომ გადაავსებთ თავისუფლების მოედანს, გადაგთვლით! ბოლი გაუშვით აწი ვიწრო "კრუგში". საარჩევნოდ კი "ოცნების" ოფისში ირბინეთ ენაგადმოგდებულებმა", - წერს ნინო ჯღარკავა.

შეგახსენებთ, დღეს "პატრიოტთა ალიანსმა" სპორტის სასახლეში შეკრება გამართა.